Axiom™ პლანშეტი 96 მიკრო-არით მიკრობიომების კვლევისთვის
კატალოგის ნომერი: 902904
Axiom™ - ის მიკრობიომების საკვლევი ტესტ-სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყველა ცნობილი მიკროორგანიზმის დეტექცია ნიმუშში სახეობის და შტამის დონეზე.
აღწერა:
მარტივი, სწრაფი გადაწყვეტა მიკროორგანიზმების პროფილირებისთვის
Axiom Microbiome Array  - ტესტ-სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყველა ცოცხალი მიკროორგანიზმის დეტექცია ერთი ანალიზის საფუძველზე. Axiom 2.0 - ის საშუალებით, ტესტ სისტემის გამოყენება შესაძლებელია ნიმუშის მომზადების როგორც მანუალური, ასევე ავტომატიზებული გზებით, შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის მონაცემები. GeneTitan Multi-Channel ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, ექსპერიმენტი საჭიროებს ოპერატორის მინიმალურ ჩართულობას. ტესტ-სისტემა სრულყოფილია და მოიცავს როგორც პლანშეტებს და რეაგენტებს, ასევე უფასო კომპიუტერულ პროგრამას მიკრობიომების ანალიზისთვის.
მახასიათებლები:
- 
	ექსპერტების დიზაინით შექმნილი პანელი ადამიანის და ცხოველების მიკრობიომების პროფილირებისთვის ერთ ექსპერიმენტში. 
- 
	დეტექციის შესაძლებლობა და რეზოლუცია გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ 16s rRNA - გენების სექვენირება. 
- 
	ტესტ-სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ნიმუშში წარმოდგენილი ყველა ორგანიზმის პროფილირება. 
- 
	სრულყოფილი ანალიზი 11,000-ზე მეტი ორგანიზმის შემთხვევაში, 5 მიკრობული დომენის ჩათვლით: არქეები, ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები და ვირუსები. 
- 
	მოქნილი ფორმატი: 24- და 96-არიანი პლანშეტების ფორმატი 
- 
	ანალიზის სამიზნე შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კვლევის სფეროდან, მათ შორის ნუტრიგენომიკა, აგროგენომიკა, ვეტერინარია. 
გამოყენების სფეროები:
- 
	ცხოველთა ნაწლავური მიროფლორის გამოკვლევა მათი საკვები რაციონის ოპტიმიზაციისთვის 
- 
	პირუტყვის პათოგენთა დეტექცია 
- 
	დაავადებების პრევენციიასთან დაკავშირებული კვლევები 
- 
	ვივარიუმების სკრინინგი 
- 
	მკურნალობის მიმართ ორგანიზმის საპასუხო რეაქციის შეფასება მიკრობული სტატუსის დადგენით 
- 
	მიკრობიოტის იდენტიფიცირება ნიადაგის პროდუქტიულობის დადგენის მიზნით 
- 
	დაავადების სტადიასა და სირთულეზე ადამიანის ნაწლავური მიკროფლორის გავლენის დადგენა 
- 
	პრობიოტიკური მიქსტურების მაღალი რეზოლუციის პროფილირება 
იხილეთ ასევე Axiom Microbiome, 24 array plate და Axiom Microbial Detection Analysis Software (MiDAS).
სპეციფიკაციები:
| ტესტ-სისტემის ფორმატი: | 96-არიანი პლანშეტი | 
|---|---|
| ტესტ-სისტემის ტიპი: | გენოტიპირება | 
| ტესტების რაოდენობა: | 96 | 
| პროდუქტის ზომა: | 1 პლანშეტი | 
| სახეობები: | არქეა, ბაქტერია, სოკოები, პროტოზოები, ვირუსები | 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბროშურა.

Figure 1: Axiom Microbiome Workflow

